ყოველთვის-სა და არასდროს-ს...


ყოველთვის-სა და არასდროს-ს შორის
როცა ირწევა სიყვარულის ქანქარა, ღამით,
ეხლება მაშინ შენი სიტყვა გულის მთვარეებს
და საელჭექო შენი ლურჯი

თვალი ზეცას შეუწვდენს მიწას.
შორეული და სიზმარეულშავადნაფერი
კორომიდან ქარს მოაქვს ჩვენსკენ უკანასკნელი ამონასუნთქი,
და რაც განქარდა, ეხეტება დიდი, როგორც მომავლის ლანდი.

რაც ოდენ ქვემოთ ეშვება და ზეამაღლდება,
სულის სიღრმეში დამარხულს უღირს:
ის ბრმად, ვით მზერა, რომელსაც ვუმზერთ,
დროს ბაგეზე ეამბორება.

(გერმანილიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი