Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_6jur8t9q6s4sb0n14dk7clfqka, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ასე ვიძინებ ხოლო... - პაულ ცელანი | პოეზია

ასე ვიძინებ ხოლო...


ასე ვიძინებ, ხოლო თვალი მრჩება ფხიზელი.
ბოლომდე ვცლიდით, წვიმა როცა ტოლჩას ავსებდა.
ღამეა გულის მადევარი, გული კი _ წველის _
მცელავო ქალო, თიბვა უკვე დაგაგვიანდა.

ასე თოვლივით თეთრი თმა გაქვს, ქარო ღამისა!
თეთრი შემომრჩა, თეთრს ვკარგავ და მეკარგებოდა!
ის საათების თვლით დაბმულა, მე კი _ წლებისა.
ჩვენ წვიმას ვსვამდით. ბაგე წვიმას ეწაფებოდა.

(გერმანულიდან თარგმნა დათო  ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი