საიმედო ციხესიმაგრე


მე ვიცი ყველა სახლის მიმწუხრი:
შენსაზე ბევრად ღრმა თვალია, იქ რომ მზერას მიმოატარებს.
ფრონტონზე გლოვის დიდი დროშა ააფრებულა:
მისი მაუდი წენგოსფერი _ არ კი იცი, რომ ის შენი მოქსოვილია.

მაღლაც ისე ფრენს, თითქოს შენვე არ მოგექსოვოს.
სალამს მოგიძღვნის ჭიშკართან სიტყვა, შენ რომელსაც დაემშვიდობე,
და რაც შეგეხო შენ აქ, წველიც, გულიც, ყვავილიც,
ის, რა ხანია, იქ სტუმრობს და შენ მას მერე არ შეგხებია.

თუმცა, იმ სახლში შენ სარკიდან გამოჩინდები,
ასე გიხილავს შენ სამივე, ყვავილი და გული და წველი.
და ის, უღრმესი ის თვალია, შენს ღრმა თვალს რომ დასწაფებია.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი