***
ჩვენ ადრე ფიქრებს ვუცვლიდით ერთურთს, ქროდა ქარი და ყველაფერი ძველებურად იყო გამქრალი, არ არი ნუთუ ქვეყანაზე უბრალოება, უბრალო ნება განგების თუ ორი მოკვდავის, რომ დრო ნუ გარბის, გავიდეს ნელა. დრომ სიყვარული ვერ გადათელა - მინდა მჯეროდეს, მესმოდეს, ვგრძნობდე და შეგრძნებებში ვბორგავდე, ვძრწოდე, თითქოს სიზმრებმაც ისწავლეს ფრენა, შენა ხარ ჩემი ბრმა აღმაფრენა, ღრმა დაცემა და დარდების თმენა. წავიდა ყველა…წავიდა ყველა, დავრჩით მე და შენ, ფოთლები ტანგოს ცეკვავს ჩვენს ტანზე, არ დამეკარგო! არ ვიცი მარტო რომელ გზას მივწვდე, ჩემს სულსაც შენი დაედო ფერი, კვდება ზამთარი და ყველაფერი იწყება ისევ თითქოს თავიდან, შეუცნობელი ფერისცვალება, დრო ცხენებივით ეტლში ჩაება და ქრება ვარსკვლავი უთვალავი, მე ერთი ვიყავ, სულ ერთი ცალი გაზაფხულამდე… და გაგიცანი! 2025 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი