***


ვეღარ გიამბობ რა მსურდა,
გზა უსაშველოდ დიდია,
მე არავისგან წავსულვარ
ყოველთვის ჩემგან მიდიან.

მოდი, შემიხსენ საკინძე,
ვებრძოლოთ ქარის წისქვილებს,
მოგონებები ავკინძე
დრო კი მიფანტავს დღითიდღე.

კარგი რაც იყო, გაცუდდა,
ცუდი კი აღარ კარგდება
და მე კი ძველად რაც მსურდა,
წავა და გადალაგდება.

კარგს ივიწყებენ და სულაც -
წყენას თითებზე ითვლიან,
მე არავისგან წავსულვარ,
ჩემგან რატომღა მიდიან?!

21.12.24

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი