შეყვარებული კუ


კუ ტრიალებს, ცეკვავს ტანგოს,
ხვლიკი ფიქრობს რამე ავნოს... 
დაუარა განდაგანა,
თუ გინახავთ ამისთანა -

გაჰკრა კუდი, გაჰკრა მხარი,
ცეკვაც აღარ მთავრდებაო...
გახვითქული ხვლიკი ფიქრობს: 
-ნეტავ, რად არ ბრაზდებაო?

კუ კი მაღლა იყურება,
თავზე ადგას მზეწვიაო.
ტანგოს ცეკვავს და ჩურჩულებს:
-სიყვარული მეწვიაო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი