მამას ლურჯი პერანგი


მამას ლურჯი პერანგი წითლად გავაფერადე,
აღარაა ლურჯი, გადამიგდეს ფუნჯი.
გამიჯავრდა დედა: ამდენს როგორ ბედავ,
გაგიჟდება მამა, რა გარეცხავს ამას?!

დამემუქრა დეიდა: - ხმას არ გაგცემ დღეიდან!
ბუზღუნებდა მამიდა: - ბავშვი სულ თავს გავიდა.
ბებო პერანგს უცქერის: გაგვითავდა ფურცლები?
არ უჯერებს თვალებს (რა მზერა აქვთ ქალებს)?

შემოვიდა მამიკო, იცით როგორ გამიგო?..
არ მომწონდა მაინც ეს პერანგი ლურჯი…
მოგვაწოდეთ ქილა, დაგვიბრუნეთ ფუნჯი.
გავაგრძელეთ ღებვა, წინსაფქრი მება,

და პალიტრით ხელში, ვღიღინებდით ხმებში.
გადაიცვა მამამ შეღებილი ზედა,
- ერთი ჭკუის ხართო! - იცინოდა დედა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი