კანფეტები მიყვარს...
კანფეტები მიყვარს ისე, არ მბეზრდება სულ რომ ვჭამო, მიჯავრდბა ზოგჯერ დედა: - გასუქდები ამის გამო. - დიდი რამე, ვიყო მსუქნად, ფუმფულა და საყვარელი, დამიძახონ: ღორმუცელა, დამიძახონ: დათვის ბელი. რას უწუნებთ წითელ ლოყებს, ფუნთუშების სურნელს კანზე? დავისვარე? ჩემს ტანსაცმელს მე გავფერთხავ აივანზე. თქვენ მიყიდეთ კანფეტები, სანამ მქვია დათვის ბელი, გავიზრდები და გავხდები ტკბილეულის გამყიდველი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი