სოფიკუნა ცუნცულა...
- სოფიკუნა ცუნცულა, რატომ სცივათ წიწილებს? აბუზული დგანან და ვერცერთი ვერ იძინებს. -არაფერი დედკო, ვაბანვე სუყველა, ისეთ მტვერში იწვნენ, რომ ქაფმაც კი ვერ უშველა. მერე ჟელე დავასხი, გავუხეხე ფეხები, შენ ხომ იცი მიყვარან და რა ნაზად ვეხები. ბაფთებიც კი შევაბი, ფრთებზე მუსი წავუსვი, ასე გამოვპრანჭე და დედიკოსკენ გავუშვი. ამ სულელმა კრუხმა კი ვეღარ იცნო შვილები, ჩემი დაწეპებული დააწიწკნა ღილები. ჭუჭყიანი რომ დადის, სულ იმისი ბრალია, კრუხი შენ აბანავე, მძიმე არის ძალიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი