მოიწყინა თოჯინამ...
მოიწყინა თოჯინამ, იქნებ კაბა არ მოწონს? ქამარი ხომ არ უჭერს? აბა გადავამოწმო... გუშინ შევუკერე და ლამაზია ძალიან, თმაც კი დავარცხნილი აქვს, აბა რისი ბრალია? არც ხმას იღებს, არც მღერის, არც მეძახის: ანაო! არც ჩემი სიტყვა ესმის და არც იავ-ნანაო. ვერც სხვა ბავშვმა გაართო, მოვუყვანე დაქალი, მერე დედამ უყიდა ელემენტი ახალი. რომ ჩაუდო ამღერდა, მორთო სტვენა, ყვირილი... ელემენტის გულისთვის შეიძლება ტირილი?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი