ჩვენი კატა...


ჩვენი კატა დაიკარგა,
არ გამოჩნდა ორი კვირა,
- ფისო როგორ მოვძებნოო?-
პატრულმაც კი გაიკვირვა.

- არც ნიშანი და არც ბაფთა,
არაფერი შეგიბიათ?
წავალ სტადიონზე ვნახავ
დღეს კატების შეჯიბრია.

შეჯიბრზეც კი არ მოვიდა,
ხომ ვიცნობდი ჩემს ფისუნას,
ერთი კატა მივამსგავსე
არც ამლოკა, არც მისუნა.

მერე იყო ზარი კარზე,
ვიღაც კაცი იდგა კართან,
- სახურავზე არის ფისო
თავის გოგო მეგობართან. -

მითხრა, ცოტა გაეცინა,
ეს ამბავი მოვდეთ ყველას,
კნუტებიც კი გვეყოლება,
პატარები თითის ხელა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი