დაპატიჟეს კუ ...
დაპატიჟეს კუ ქორწილში, უფრო ადრე ვიდრე სხვები, დასცინიან ბაჭიები: - ნელი ხარ და ვერც კი ხვდები. დავალაგეთ ტყე და ჭალა, და დედოფლის კაბაც ვნახეთ, ცოტა სწრაფი შენც რომ იყო ნეფის ეტლში ჩაგაბამდნენ. კუ წყნარია, ეღიმება, ნელა იცვამს, არჩევს ფერებს, მე დღეს წავალ და ყველაფერს დინჯად დავათვალიერებ. თქვენ ზეგისთვის მიგიწვიეს, კუ ყოველთვის ნელა დადის, დღეს იმიტომ დამპატიჟეს, ჩემს სიდინჯეს სცემენ პატივს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი