გაიხარა მერცხალმა...
გაიხარა მერცხალმა, თბილ ქვეყნებში მიფრინავს, თოვლისნი ქედები თითქმის გადაიფრინა... და როცა მოეყიანა მაკრატელა კუდიო, ცემინება დაიწყო, გულმაც უგრძნო ცუდიო. ბეღურასთან მივიდა, უთხრა: - ჩემო ლამაზო, მე მინდოდა გაფრენა, მაგრამ დახე ამასო... მოყინული კუდისკენ გაიშვირა ნისკარტი, თხოვა: - რამე მიშველე, თუ ოდესმე გიყვარდი... შეეცოდა ბეღურას, ფრთები როცა დაუშვა, და მერცხალი სამხრეთით თავის ქურქით გაუშვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი