რას ჩურჩულებენ ფიფქები...
მე ფიფქი ვარ ერთი ციცქნა, ხმაც არ ისმის არსად ჩემი, მოვფარფატებ და მიწაზე ალბათ მალე დავეცემი. თითქოს ქარი გამებუტა, შორს დაქრის და მე გვერდს მიქცევს, მინდა ძლიერ დაუბეროს და ნამქერად გადავიქცე. მერე თოვლად, მერე გუნდად და მიწინდან ისევ ცამდე ამისვრიან, დამიჭერენ... გავერთობი დათბობამდე. გაზაფხულზე მზის სხივის ქვეშ, წყლად ვიქცევი, ვდნები, ვთბები... და ზამთარში როცა ცივა, ისევ ფიფქად ვიბადები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი