თეთრი კაბა მაცვია....


თეთრი კაბა მაცვია,
ვინ მაჩუქა რა ვიცი,
კარადაში ვიპოვნე
ავდექი და ჩავიცვი.

ცოტა გრძელი კი არის,
მებლანდება ფეხები...
ბებო მტუქსავს იქიდან:
- ჩემს ნივთს რატომ ეხები?

თუ გინდათ, რომ ადგილი,
არ დაკარგონ კაბებმა,
არ დაკარგონ ქუდებმა,
არ დაკარგონ კაშნებმა...

ისე უნდა დამალოთ
ვერ იპოვნონ ბავშვებმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი