ვარდს სიყვარული ეწვია


სანამ ეკალს შეამჩნევდი მოგეწონა კოკორი,

თქვი: - ასეთ პაწაწინას სურნელი აქვს როგორი?..

მოეფერე და ეკალმა თითი წითლად შეღება,

ოჰ, ასეთი ძნელი არის  ყვავილებთან შეხება.

თუ ტკივილმა გაგიარა... მათქმევინე, მადროვე...

მომწყვიტე და წამიყვანე, შენს ლარნაკში დამტოვე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი