პეპელა
პეპლის ფრთაზე ეს რა ბრწყინავს? რა და წვიმის ნამი. პეპლის ფრთაზე ეს ვის სძინავს? - ობობაა ღამის. ჭრელა-ჭრულა ფრთებზე სხედან ბუზი, ხოჭო, ჭია... ისე მოსწონთ მორბის ყველა ციყვი თუ ბაჭია. ერთ დღეს ცოცხლობ, ცოდო ხარო, - არც კი კრთება ძახილზე. სულ სიკეთე აკეთა იმ ერთი დღის მანძილზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი