შემოდგომა
წვიმა ტოტზე ქანაობს, ქარი ზუზუნს ვერ მორჩა, ტყე გაყვითლდა სიმწვანე ალაგ-ალაგ შემორჩა. მუხამ ჩაიბუტბუტა: - ეჰ, რა ძლიერ აცივდა! და ცრემლები მიწაზე ჭრელ ფოთლებად დასცვივდა. ნელა-ნელა ზამთრდება, სითბო დადის ნულამდე, დათვისთვის სულ ერთია, სძინავს გაზაფხულამდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი