ფანქარი და საშლელი (მოთხრობა)
ფანქარი ხალისით ხატავდა ფურცელზე. საშლელი კი უშლიდა დახატულს. ფანქარი ჩხვლეტდა მას ბოროტი საქციელის გამო. არა, საშლელი სულაც არ იყო ბოროტი, ფანქრის გაბრაზება მოწონდა მხოლოდ... ერთხელ საშლელი გათავდა. ფანქარმა მთელი ფურცელი მოხატა, მერე მოიწყინა და წვერი მოიტეხა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი