ჭიანჭველა


ამ პატარა ჭიანჭველას,
ეს რამხელა ტვირთი მიაქვს,
ბაყბაყ-დევი უნდა ერქვას
და პატარა მწერი ქვია.

არც მკბენს, არც იღრინება,
არც აშინებს მანძილი,
არც ლაქლაქებს, არც ყვირის,
არის კარგი აღზრდილი.

მაგრამ ტვირთს თუ წაართმევ,
ფეხზე აგაცოცდება,
-არ დაუთმო ვინმესო! -
ასე გააფრთხილესო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი