დამეკარგა ცუგა...


დამეკარგა ცუგა, კუდი მავთულს უგავს,
ცისფერი აქვს თვალი, პირში ედო ძვალი.
მომენატრა ისე... და არ ვიცი რა ვქნა,
მეჩვენება ზოგჯერ, რომ საერთოდ გაქრა.

გამეპარა უცებ, წკმუტუნა და ავი,
რომ უკბინოს ვინმეს მომეჭრება თავი.
თუ მომიყვანთ ცუგას და არ მეტყვით: - ვერას!
ბვრ კანფეტებს მოგცემთ, მე და მამა ყველას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი