მზე პირს იბანს...


მზე პირს იბანს და წვეთებით სულ დასველდა საქანელა,
აქეთ-იქით ისვრის შხეფებს, ვერ დაიბანს უფრო ნელა?
აღარ მიშვებს დედა გარეთ, ფანჯარასაც ვეღარ ვაღებ,
და გავყურებ ოთახიდან ცვრიან ქალაქს და სველ ბაღებს.

ცარიელი არის ეზო, არ ჩანს ნინი, ნიკა, ანა...
ვინ ასწავლა მზეს ამდენ ხანს წყალთან დგომა, პირის ბანა?
აკი მითხრეს, მზის გარეშე არ იქნება ცა და მიწა,
მზე იმიტომ შეიქმნა, რომ გაახუროს დედამიწა.

ის კი იბანს და წვიმიდგან ჰაერს ცივა მიწა დნება,
რა ცუდია, რომ ნათება ზაფხულობით ახსენდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი