კენგურუმ თავის შვილები...
კენგურუმ თავის შვილები სწრაფად ჩაისვა ჩანთაში, დასასვენებლად წაიყვანს, ზღვაზე, სოფელში ან მთაში. -ისიც ეყოფათ ზამთარში ჩანთაში რომ ისხდებიან, სადმე კურორტზე წავიყვან ზამთრამდე გაკაჟდებიან. კოდალამ უთხრა კენგურუს: - კვალი გატყვია გარჯისო, ფეხით გაუშვი ბავშვები ცოტათი გაივარჯიშონ. რას დაგყავს ჩანთით, შეხედე ჩემს მშრომელ, ჭკვიან ბიჭებსო, აგერ უმცროსი ბარტყიც კი ერთად ცხრა ჭიას იჭერსო. ეწყინა დედა კენგურუს, კოდალას უთხრა ბრაზითო: -შენი ბარტყები ჯობია ჩემს შვილებს შენი აზრითო? არ იცი რა საშიშია, ბავშვი რომ დედას ცილდება, მიწაზე დავსვა და მერე ფეხები გაუცივდებათ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი