ათხოვებენ კუს...
ათხოვებენ კუს სპილოზე, გაგონილა ასეთი, ვინც ესენი დააწყვილა ბრმა არის და თავხედი. კუმ თქვა:- ერთი ბეწო ვარ და გამისკდება გულიო, ბოლოს მომიღებს მაგსთან ყოველ დღე სიარულიო. მელამ ყველა დაამშვიდა, მე მოვუვლი საქმესო, მეოჯახე კაცი არის სპილო ტყეში აქესო, თან გატარებს ზურგით ყველაგან მაინც ნელა დადიხარ, ასეთ ბიჭებს რომ იწუნებ, ამას როგორ ჩადიხარ. ეხვეწება კუს: გაყევი, მელა ლამის ატიდა, -იცით, სპილო კუს სანაცვლოდ თავის ეშვებს დამპირდა. დაითანხმეს კუ როგორღაც, გაათხოვეს ძალითო, ეს ამბავი პატარებო არ დამთავრდა ამითო. უეშვებო სპილო დადის კუსთან ერთად ტყეშიო, ერთი გზა აქვთ, ერთი სახლი, ერთი ჭიქა-თეფშიო. კუს ხორთუმით აბანავებს და თმას უშრობს სუნთქვითო ერთი ბეწო ცოლუკუნას სულ ბავშვივით უვლისო. კუც რაღაცა გახალისდა დაფუსფუსებს ოჯახში, წმინდავს, რეცხავს, აუთოვებს ფარდებს კიდებს ოთახში. მოუქსოვა ქმარს პერანგი დააკერა ღილუკა და სულ იმას გაიძახის: -მიყვარს ჩემი სპილუკა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი