კაცი და ქალი (მოთხრობა)


კაცი და ქალი

თებერვლის ცივი, ქარიანი წვიმის შემდეგ (ქარი კვლავაც ქრის), საღამო ხანს სველ ბინდში, რბილად გადაგლუებული გორაკის ფერდობს ნელ-ნელა ასდევს ბალანჩამოძენძილი გამხდარი მელა. წავა, ჩრდილივით უხმოდ გაძვრება ჩაშავებულ ძეძვებსა და ურო ბალახის ბღუჯებს შორის, შეჩერდება, აზუზული მოხედავს ქარსა და ჰორიზონტზე დახვავებულ ამღერებულ ღრუბლებს, უწადინოდ დააღებს პირს და ამოიხავლებს:
– ბჰა!
წავა, ქარი წააგვერდელებს, გაძვრება ძეძვებს შორის, ისევ შეჩერდება, ისევ მოიხედავს და მოიხავლებს საბრალობლად:
– ბჰაა! ბჰაა!
კაცი და ქალი ერთამენთს მიჰკვრიან და სუნთქვაშეკრულნი უყურებენ.
კაცმა თქვა:
– შია.
– ოჰ, რას ამბობ! – უკმაყოფილოა ქალი, – მარტოა და გუნება სტკივა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი