სოფელი


ველტვი სოფლის მიწას მივიწყებულს,
ქალაქმა დაღალა ჩემი სული.
წლები გავიდა, დრო და დრო მივხვდი,
სოფლის გარეშე არსია რთული.

როცა ახელ თვალს, ხედავ სიმწვანეს,
ჩიტები ჭიკჭიკით ხსნიან ამ დღეს.
გამოხვალ გარეთ ჰაერს შეიგრძნობ,
მადლობას შესწირავ სულ მაღლა ღმერთს.

რეალურად კი ხარ მაღლა სართულზე,
და გამონაბოლქვი გატკიებს თავს,
გარეთ გახედავ ამ დანისლულ ცას,
რომელიც ასევე გიბინდავს არსს.


ალბათ ბოლოა ჩემთვის სოფელი,
ყოფას აღვასრულებ, როგორც მიწა,
მიწად მე მოვედ და ეგრეც წავალ,
ბრუნვას კი განაგრძობს დედამიწა.


ვიცი, რაც მინდა და რაც მეძახის.
ვიცი მე საითაც ავიღებ გეზსს,
ქუდს ხელს დავავლებ და დავიხურავ,
გავადგამ ფეხს და მე გავყვები მზეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
დავით ანასტასიადისანასთეიშენ1 თვის წინ

კარგი ლექსია

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი