და მე ვიცეკვებ…


სიცოცხლის ბოლოს გელოდებოდი,
გელოდებოდი ბოლო წუთისთვის,
ხმამაღლა იყვირე,
იყვირე ჩემი გულისთვის…
  სული გაიწმინდე და ისევ მიმღერე,
მოეალერსე  ქნარს…
  ისე მიმღერე, თითები გრძნობდნენ
   მოძრავი აკორდის ჰანგს…
 და მე ვიცეკვებ, სადღაც სივრცეში,
ნისლი დამეღვრება თმად…
  და მე ვიცეკვებ, მიწის ზევიდან,
   სუნთქვას ვაყოლებ ქარს…
  სიტყვის გარეშე ეს მელოდია
   როგორ აწყნარებს ყურს,
როგორ მეგონა ფრთები მომაჭრეს
   თურმე მქონია სულ…
  ბგერის გარდაქმნას იგრძნობს ,,იარა”,
   დაჭრილ კაცივით სწუხს…
 სწუხს და იძახის …
სწუხს და იძახის …
ტკივილს მშვიდობა სურს…
   როგორც მზე მწუხრზე უფერულდება,
      ჩამქრალ სხივებით ვროკავ,
  ქნარზე თუ ადრე მეღიმებოდა,
     ახლა ცრემლებით ვტოკავ…
   სანთელს აანთებს მთვარე შებერვით
  სულის , აფარებს ხელს…
      და მე კვლავ ვცეკვავ მოძრავ აკორდზე,
    ნისლი ეღვრება თმებს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი