ეს ცნობა მადარდებს


ნაცნობი ფიქრებით გავყვები ხილიანს,
  ფოთლების მიმიკა ნაყოფს ამყარებს,
      ჩიტები ღელავენ ტოტებზე ნაცნობად,
 ვტკბები და ვმთავრდები… 
              ეს ცნობა მადარდებს…
   
ნაბიჯიც ნაცნობად ისახავს ნაკვალევს,
სუნთქვამ გაახშირა სურვილის ნაკადი,
  გავლილი გაუვლელს მალევე ამარცხებს,
  და როცა ნათელში ბუნდოვნად ვეშვები…
  განსაზღვრულ ცოტაში მსუბუქად ვბევრდები…
     ვფეთქდები …
 
იფიქრე,იფიქრე,სულელო გონებავ!
 აურას ეძგერე წარსულის მუშტებით!
   შეხედე სწორმხრივად ცხოვრების ნოკაუტს!
           ნუ დაიხუთები… არ დაიხუთები…
   
ხელებით დავხაზავ გახრწნილ ქვეშაგებელს,
   დავასხამ ფუძეზე სისხლისფერ აკვარელს,
  გვერდებს შემოვახევ დაკუჭულ ფირფიტას,
    დალეწილ ფერწერით გავთიშავ ნახატებს…
        სადღაც შუაში დავაწერ სიმართლეს,
    რაც იყო ,რაც არის,აწი რაც იქნება…
  დრო არის,არ არის,ან არის და ან იქნება…
   
წამოდი, უსმინე ღელავენ ჩიტები …
    ტერფით გადავსრისე ნარკვევი სულის…
   საღებავს ისრუტავს კანის ეპიდერმა
    წაშლილი გრძნობები სისხლძარღვში ღმუის…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი