დედის ხმა 🌬
მაღალ მწვერვალებს საბლარდნელი მოუქსოვია, ამაყი მზერით,მდინარეებს გადაეფარა, თითქოს ამაზე მეტად სხვა ზამთრებში არც უთოვია, ბუქიან დღეებს ფანჯრის დარაბა შეუნგრევია. სადღაც ქოხმახში უფალს,დედის ლოცვა შეუსმენია, ნეტავ ვინ არის,ასე ერთი აქ რომ სწვევია?! განა რა ცოდვა ამისთანა ჩაუდენია, რომ მთის მწვერვალზე სიცოცხლესა ეულად ღაფავს. თავდადრეკილი მიწის მტვერსა ცრემლებით ნამავს, ვინ რაიცის ადამიანნო რა დარდებს მალავს... მის ღრმა ნაოჭებს,დამჭკნარ თითებს და გრძელ ნაწნავებს, თბილ საბურველში გადახვეული ქსოვილი ფარავს. ზამთრის სუსხებსაც დაერცხვინათ, შეწყვიტეს ქროლვა სული განაბეს,მიაყურადეს მოხუცის გლოვას, შვილის ლოდინში თმას ჭაღარა შემოპარვია, ერთ დროს ტან-წყლიანს სიარულიც გასძნელებია.. შვილი შარშანწინსაქეთ არა სწვევია.. თვალითაგან ცრემლი ღაწვებს მალულად ეალერსება გული,უთქმელი ტკივილებით დღითიდღე ევსება. შვილო,სადახარ ჩემო თვალჩინო, სულის დარაბა შენი სხეულის,სახის ნახვა მიდგას თვალადა, ერთხელ მესტუმრე,მოხუც დედას დაემშვიდობე იქნებ ხვალ და ზეგ ერთურთს ვეღარაფერს ვეღარ ვუთხრობდეთ. ...... თითქოს ამაზე მეტად სხვა ზამთრებში არც უთოვია, ბუქიან დღეებს ფანჯრის დარაბა შეუნგრევია.... ს.გ.🌸
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი