ბედნიერება რა არის შენთვის?


ვისთვის რა არის ბედნიერება😊
გულში მოფენილ ყვავილს რომ ათრობს,
სულის სიმების ნაზი გალობა,🐦
გონების ფიქრებს რომ ართობს. 

ვისთვის რა არის ბედნიერება,
ღამით მის სახლს რომ ათოვს,❄
ოცნებას უმხელს,ეტრფიალება
ღამით ცის ვარსკვლავს მნათობს,🌠 

ვისთვის რა არის ბედნიერება,
დალეულ ქოხის კერას რომ ათბობს,🔥🏚
შვილის ძახილი,ხმა საამური🌬
დარდიან ტკივილს რომ აქრობს.☀️ 

ჩემთანაც მოვა ბედნიერება,
სულის სიმშვიდეს ვნატრობ,
მხატვრის ფერებით ვხატავ ზეციერს,
სხვას მე არაფერს არ ვთხოვ. 

ვისთვის რა არის ბედნიერება?
ამის თქმას აღარ ვლამობ,
ბედნიერება სწორედ ისაა
ვის გულს რა დღენიც ატკბობს.


თვალი დახუჭე შენს თქმას მიენდე,
და ოცნებებიც გაინაპირე
დაგიმშვიდდება ეგ იარებიც
ბედნიერებას ეზიარები. 💜🌥🌸 

ს.გ 😊☀️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი