სულის თქმა


ბინდისფერ ხეობას ვავედრებდი
ჩემ სულის თქმას,
უსაშველო ჭიდილში იძირება
ჩემი ხმა,
დაღლილ ფიქრებს,შემოვავლებ
უსასრულო მთას
და 
ტყის ბინდში იმალება
ჩემი სულის თქმა, 

დაღლილ სხეულს,
მძიმედ სნეულს
მე ვერ დავუკვალავ გზას,
ობლად სული არის,
სიყვარულს რომ ითხოვს,
დიდებულს,უკვდავსა და მყარს. 

გულის ჩრდილებით დასრესილ ყვავილს 
სულის უმანკო წიაღში ვაქსოვ,
სულს მე ვუწოდებ მორევის კივილს
მისტიურ  ხმათა გუნდების თქმას. 

სულის თქმას, 
გაზაფხულის ყვავილნარს,
ვარსკვლავების  გუნდ-მნათობთა,
ცათა ფარს.
ვევედრები  უსაშველო ტკივილისგან ხსნას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი