ღამის ხმა


ახლა ღამის სუსხს ვეჩურჩულები🌬
დილამდე ისევ  იქნება თოვა🌨
  ნუშისფერ ლამპარს ველამუნები🕯
რომ გაუმართავს ფანჯრის წინ ლოცვა 

ანგელოზების ფრთის ფერს ვწირავდი🕊
მთვარის სინათლემ მთხოვა,
ვარსკვლავთა ანშლაგს მივწვდი პირამდის,
რომ გაუმართავთ სიმღერით გლოვა. 

ღამით გრძნობებიც ისე კიაფობს
განიძარცვავენ  დაფლეთილ ნიღაბს🎭
ღამით დარდებიც ისე მეფობენ 
მზის შუქზე ვერა  მითქვამს🤫


სიმზრის დედოფლის ხურჯინს მივნატრი
ამ შუაღამის ჟამს,
მინდოდა შენთვის გამომექარგა
უსასრულობის მღელვარე ზღვა 🌊
თუმცა, 
გრძნობების სიმებს გავუბამ მე
ჩემებურად ქნარს
და 
ღამის წყვდიადში ავიბამ
მარგალიტების თვალს,
მე ის ვიქნები ვინცა ვარ 
სხვას არა ვკითხავ რას... 

ღამის ნათება სხვანაირია,
ბურუსს მოახვევს გარს,
მზის შუქზე ბევრად 
ნათელი,
ჩვენს გრძნობებს უჩენს ღარს. 

ღამის წყვდიადში გეჩურჩულები
და ვერ მოგაწვდენ ხმას....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი