მე მივატოვე ქალაქის მტვერი
მე მივატოვე ქალაქის მტვერი ამაყი,შურით,ღალატით სავსე, სისხლის წვეთებით ცოდვილი ერი, ცაც კი ცბიერად დამყურებს თავზე. მთის ფერდობები მიხუტებს გულში, როგორც ნაბადში გახვეულ მთვარეს მზის სხივის სითბო იბუდებს სულში, კაეშანს უთქმელს ვუთხრობდი ღამეს. სიო მეზღაპრე არ მაძლევს ნებას მოწყენას მიცვლის ვნებათა ღელვად, ჩურჩულმა მისმა სათუთმა სმენამ, მე მიმაჩვია დარდების თმენას. წამოწოლილა ღრუბელი თავზე დილის ნამქერში,გავყურებ ზეცას ფეხშიშველს მინდა ვიარო ხავსზე, ხის ნაოჭები დავთვალო მთაზე. აქ სილამაზეს არ აქვს საზღვრები აქ ნაკლს არავინ ჩაგითვლის ცოდვად დარდებს იტაცებს უძირო ზღვები, შენი გრძნობებიც არ არის ბოდვა. მე მივატოვე ქალაქის მტვერი გარდაცვალებას მხოლოდ აქ ველი.. მე მივატოვე ქალაქის მტვერი სისხლის წვეთებით ცოდვილი ერი. ს.გ.🌸
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი