გარდაცვალება


,,ახლა სხეულებრივ გრძნობებს აყოლილნო,
ეგოს სიდიადით,ვნებით მოწამლულნო, 

სულით დაჩოქილო,ოქროთი მოთაფლულო, 

ჩრდილში,საღალატოდ ჩუმჩუმად მიმალულნო.... 

სათქმელს რა გამოლევს,ალბათ უსასრულოდ..
წუთისოფლის გზაზე ფუჭად მიფანტულნო....  

კიდევ რამდენ სხეულს უნდა უთანაგრძნო, 
წუთის...სოფელი  ხომ არ არის უსასრულო... 

სიკვდილს გაიძვერას კარებს უკეტავენ,
ცოტაც მაცადეო, კიდევ მადროვეო, 

ახლა ღარიბი ვარ,მაგრამ სიმდიდრე მსურს, 
კიდევ მადროვეო,ცოტაც მაცადეო. 

ასე უსასრულოდ, ფუჭად დროდაკარგულს,
ცხოვრებით ტკბობაში, სულს განაბულს,

სიკვდილს,მოპარულს,მოღალატეს წყეულს, 
არვის ეკითხება, მხოლოდ სულები სურს. 

დროის ჭიდილისგან,დაჩაჩანაკებულს,
ცხოვრებით ტკბობაში,სულს დალეულს,

ბოლოს სასთუმალთან სიკვდილთან ეულს,
ახლა ვნანობ და სიცოცხლე მსურს

ჩუმად ვბუტბუტებ  , ძალა მილეული
ღმერთო შემინდე, ცოდვილს,..... მე წყეული 

ბოლო გარიჟრაჟზეც  უფალს ვევედრები 

ლოცვა შევწირე   ახლა საბოლოოდ

გარდავიცვალე... 
და არ მოვმკვდარვარ, სხვა იმიერში ვინაცვლე მხოლოდ...

ს.გ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი