უსამშობლო


,,უსამშობლო"

ისევ დავბრუნდი ჩემს სამშობლოში,
მიწა შეხებით შევიგრძნო მინდა,
იქ დავივანო სადაც ვშობილვარ,
სადაც აკვანი დაირწა წმინდა.

თუმცა ლანდივით ვიდექ მის წინა,
ბეგთარს ვეხვევი, ქვასაც კი ვფიცავ, ურყევი სდუმან, 
დგანან ვერ ვდრიკავ,
ვით ფაფარაშლილ ლომებსა მრისხანთ. 

ცა, სევდისფერი, მე ბეჩავს მკიცხავს,
რად მივატოვე, არცა კი მკითხავს, 
სიკვდილმისჯილთა სიაში მრიცხავს,
ეშაფოტისკენ მაგზავნის ურცხვად.

თვალთაგან ცრემლი მდიოდა უხვად,
ზღვის ნაპირებში დავიდე ბინა,
სამარადისოდ გავწირავ სუნთქვას,
თუ უსამშობლოს მიწოდებს მიწა. 

ღამის ნათებავ, შენს ბაგის პირას,
მეც ბაგე გახსნილს შემოგეგებე,
თვალს მარგალიტი თუ მესხა ძველად,
 ხელს რად მკრავ უბედოს, შემომეგებე.

გულის დარაბას ანგრევს ბუქ-ბუქი,
როგორც უმღვდელო ტაძარს ქარბუქი,
სხვა სამყოფელი არ  მაქვს დავბრუნდი,
ნუთუ ხელსა მკრავთ მეტყვით გაბრუნდი?!

მუხლდაჩოქილი ტაძარს მივბრუნდი,
გზა კი არიყო, ყვავილებს ვკრეფდი,
უფლის კარიბჭეს დარდებს ვუთხრობდი,
და თითქოს დარდებს ულმობლად ვხევდი. 

ცამ, შეისმინა ჩუმი ჩურჩული,
ლოცვა უფლისა, სიტყვა უთქმელი,
მე აქ დავბრუნდი 
,,შვილი უძღები,,
და უსამშობლო აღარ ვიქნები! 🌸

ს.გ.🌸

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი