შვილის სამყარო
,,შვილის სამყარო"🌥🌸✍ სოფლიდან, მატარებლით ქალაქის გზას მოვუყვებოდით,მატარებელში ამ ამბავზე არც მიფიქრია,...ახლა ოთახში განმარტოებულს და ყოველდღიური საზრუნავისაგან დროებით თავისუფალს,დავდარდიანდი. ბოლო დროს ჩვევად მექცა,მიუხედავად ღამენათევსა და გადაქანცულს,ძილს არ ვიკარებ,მეძინება,მაგრამ მგონია,რომ ძილი სიცოცხლეს დროებით აჩერებს და მე იმდენი საფიქრალი მაქვს... სოფლიდან რომ წამოვედით,კარის სახელური ორჯერ შევამოწმე,დაკეტილი იყო,მაგრამ უძრავად ვიდექი,თითქოს ჩემ სახლს აღსარებას ვაბარებდი,ხშირად ვეღარ გნახულობ-მეთქი,ვინიცის რამდენხანს ვიდგებოდი ასე,ფიქრებიდან რომ არ გამოვერკვიე ჩემ შვილს. გრძელ,გახუნებულ,გაკვალულ ბილიკზე ჩვენს წარსულს ვტოვებდით, სამნი. მატარებელში ჯერ კიდევ სოფლის,სუსხისა და ნოსტალგიის სურნელი ტრიალებდა. ქალაქს მოახლოებულს,მზგავრობისგან ღონემიხდილს, უეცრად ჩემი შვილის შეხებამ გამომაფხიზლა,არ მეძინა,უბრალოდ თვალებს ვხუჭავ და ჩემს ოცნებებს ვასხამ ხოლმე ფრთებს. დე..ნახე ის ღრუბელი, მზეს გავს, აი ის კი დათვს,თან თვალებში მიყურებდა და ჩემგან აღტაცებას ელოდა,ბედნიერებასა და სიყვარულს ელოდა,რომ ის ამ წუთებში რაღაცის აღმომჩენი გახდა. მე კი საპასუხოდ ღიმილიც არ მიჩუქნია,თავზე ხელი გადავუსვი და თავი დავუქნიე,თვალები ისევ დავხარე... შვილის სასთუმალთან ფეხაკრეფით მივედი,ცრემლისგან გამოწვეული სიმხურვალე ალად მომედო სახეზე და ვიგრძენი,ასეთი უმწეო არასოდეს ვყოფილვარ. ჩემი ვერ ასრულებული ოცნებები,ჩემი გაუბედავი ნაბიჯები,ჩემი ვერ ნათქვამი სიტყვები...შვილის ოცნებებსა და ფანტაზიებს გადაეკვეთა,ვიცოდი რომ თუ ახლა მე მის გამოგონილ ისტორიებსა თუ არარეალურ სამყაროში ფეხს არ შევაბიჯებდი,მის საფეხურებს ვერ დავეწეოდი და გამასწრებდა. ვბრაზობდი,საკუთარ ეგოისტობაზე და უსუსურობაზე ვბრაზობდი,რომ შვილის თვალებით დანახული სამყარო იმ წუთებში ვუარყავი,მე მისი პლანეტიდან ერთი ვარსკვლავი მოვიპარე..... ამ ყველაფერმა ჩემი ბავშვობის ტკივილი გამახსენა,ომი იყო...გაჭირვება.. მე და ჩემი ბიძაშვილი ბურთსა ვთამაშობდით და მოურიდებლად ვიცინოდით,ბავშვები ვიყავით ქვეყანა ჩვენი გვეგონა. ამ დროს დედა ხელზე იყო დაყრდნობილი და კიბის საფეხურზე ჩამომჯდარი ერთ წერტილს ჩასჩერებოდა,ვერ ვიტანდი მის ასეთ მდგომარეობას და ბურთის თამაშში გამოვიწვიე,მან კი ცივად მითხრა, სახლის უკანა ბაღში გვეთამაშა. მაშინ ვერა ვხვდებოდი და თურმე დედა იმაზე დარდიანობდა,რომ დაღამდება შვილები რით დავაპუროო.,,ამას გვიან მივხვდი,დედა რომ გარდაიცვალა,მაგრამ იმ დროს ბავშვური სიხალისით,გათამამებულს მეწყინა და სხვა დედაც კი ვინატრე... იქნებ ასეც მოხდა მატარებელში და მანაც სხვა დედა ინატრა?!.... ვინიცის.... ს.გ✍
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი