მოგონება


***
სულ მაგონდება კოპწია ოდა ყავრით ნაფარი.
ორი მოხუცის მომლოდინე ჭის-კრისკენ თვალი,
მწვანე მდელოზე მოკუნტრუშე რომ ება ცხვარი,
და ოთახებში მოჭრიალე ონავრად ქარი.
ეხლა დაცლილი დარდიანი იქ,მე მხვდა შუკა,
და ის კაკლის ხეც, რომ იდგა ადრე იმ სახლის უკან.
მან გამახსენა ჩეროში ყრმობის ნაჭამი ლუკმა,
და ჭურის თავზე ნაუცფათევი გაშლილი სუფრა.
რა რიგ ტკბილია,მოგონება,რაც დარჩა უკან,
ვგრძნობ რომ უკვალოდ არ ჩაუვლია ჩემშია მუდამ,
მე ის სახლ-კარი მოვინახულე დღეების უკან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი