ჩემს ძირძველ ტაოს ..


ჩემს ძირძველ ტაოს მონატრებია მშობელი ნანა,
ჩემს ოშკს და ბანას მონატრებია გალობა გურჯის,
ის საქართველო,ამ საქართველოს უმღერის ნანას,
მე უტყვად მდგარი, ხელ-ფეხ შეკრული შევყურებ ამას.

იქეთ ოთხთაა,აქეთ ქურმუხი,
იქეთ ლაზეთის მთები ზურმუხტი,
იქ თუ ხანძთაა!.. უგუმბათო აქ კი, ბედია...
ეს ყველაფერი ო...ღმერთო ჩემო მეტისმეტია.

იკორთაა თუ ბიჭვინთა, ეგეც გამიხდა სადაო!?
აქ,ყველა ქართველს გახსნია ერთურთის ჭამის მადაო.
დაგვჟანგებია ქარქაშში, ხმალსაც გასვლია ვადაო,
ეჰ,მეფე დავით ამდენის ძალა, საიდან სადაო....???

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

:(.♥

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი