დედა


მხატვრებო დამიხატეთ დედაჩემი
ხომ იცით აღარამყავს რახანია,
მხატვრებო დამიხატეთ გეხვეწებით
ჩემთვის მისი ნახვაც წამალია.
თვალებ გახელილი დამიხატეთ 
სახეს ღიმილიც რომ არ აკლია,
მხატვრებო გაიმეტეთ ყველა ფერი
აწი გზებიც მისკენ სავალია.
და თუ ვერ დახატეთ დედაჩემი,
თქვენი დედა ხატეთ მთავარია,
ჰო და ის იქნება დედაჩემი
ყველა ერთმანეთის სადარია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი