მოლოდინი
გარეთ ამინდი აირია,გწერდი ძვირფასო, ქარმა საკალმე გადამიგდო ბოლო აბზაცზე, და დარაბებიც დამიხურა როს ამას წინათ, ხვალ წამიყვანენ დასაწვენად აბასთუმანზე. ახლა ვერ გეტყვი იქ უშენოდ თუ მიშველიან!? იქნებ უფალმა არ გამწიროს უცხო მიწაზე, მინდა სიკვდილი გავაჩოჩო თუ დამაცლიან, რაკი დღეები დამითვალეს აღსასრულამდე, გემშვიდობები,ჩემო ძვირფასო გემშვიდობები, მაისობამდე,ვარდობამდე,გაზაფხულამდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი