პოეტები...


ტერენტი გრანელის ლექსზე „შენ“.


შენ ახლა უმზერ ამ ყვითელ  ფურცლებს,
წინ გიდევს ჩვენი ლექსთა კონები,
გვიგონებ ალბათ სადა ვართ ნეტა
გულზედ გვაწყვია მიწის გროვები.

გვიგონებ ალბათ როგორც პოეტებს.
„როგორ ჩავფლულვართ სილაში ვარდნი“,
როს აგვიტაცეს ღმერთ პოეტებმა
ლექსთა მორევში ჩვენ ჩამოვარდით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი