ემიგრანტი
ემიგრანტი
მე იმ მკლავიდან მოვიხსნი აბგას,
რომელ მკლავშიაც მომხვდა ისარი.
არ გიღალატებ,მამულო ჩემო,
ვარ შენი ლოცვის თანაზიარი.
თუ მზე კვლავ მოდგა;
ჩემ ბანს და ახოს,_
უძღებს ამიხდა თუ კი მიზანი;
დავბრუნდები და - ის ერთი სიტყვა,
გაპატიეო ოღონდ მითხარი.
გ.გიორგაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი