ქარმა აშალა ცის აკანათი...


* * *
ქარმა აშალა ცის აკანათი,
მერცხლებმა ბუდის მონიშნეს დირე.
არცერთი წუთით არ ღირს კამათი,
მე არ გეგონოს გადაგიბირე.

არაფერი მაქვს შენთან სადავო,
არც სათქმელი და არც გასაყოფი.
სიხარბით ბევრს აქვს ხვრელ-საფოთორო,
მე კი ალალი ლუკმა სამყოფი.

უკეთურებით ბოღმით და შურით,
ვინც მოახერხა ბექობზე დგომა.
მე ერთი მინდა მას ვუთხრა მხოლოდ,
თავს არ ვიწონებ სხვის გასაგონად;

ვაი რომ ხელის გაწვდენაზეა_
გაზაფხული და კვლავ შემოდგომა.
                                            გ.გიორგაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი