აუხდენელი სურვილი


რა ხანია, დედაჩემი
არ მინახავს არა...
და მეეტლეს ვეხვეწები:
- ჩქარა! ოღონდ ჩქარა!

- ჩქარა ჩქარა! - ვაი, როგორ
მიზოზინებს ეტლი...
მე წინდაწინ ვარჩევ სიტყვებს,
რასაც დედას ვეტყვი.

ვეტყვი, ნაზად დავისახავ
მთოვარედაც, მზედაც...
ვეტყვი, ვეტყვი, სხვაზე მეტად
რატომ მიყვარს დედა...

მაგრამ სიტყვაც ვერ დავძარი,
წინ შემომხვდა ოდეს...
და მის მკლავებს დავეკიდე,
ვით ნაყოფი ტოტებს.

(მთარგმნელი მორის ფოცხიშვილი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი