Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_c7fa7pqvr4855beb79ct2bacqn, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
შევსვათ - შანდორ პეტეფი | პოეზია

შევსვათ


ვისაც არ ჰყავს გულის ვარდი,
ღვინო შესვას ფერად ლალი,
დაიჯერებს, რომ ნამდვილად
მისთვის კვდება ყველა ქალი.

ღვინო შესვას, ბლომად შესვას,
ვისაც არ აქვს ორი გროში,
მას თავისი ეგონება,
რაც ოქროა მსოფლიოში.

ვისაც დარდი არ ასვენებს,
ღვინო სვას და დათვრეს ხელად,
ღვინო წუხილს დაავიწყებს,
ღვინო შეიქმს უდარდელად.

სატრფო არ მყავს, ფული არ მაქვს,
დარდი მაქვს და რაც ვარ, ეს ვარ.
ამიტომაც სხვაზე მეტი,
სამჯერ მეტი უნდა შევსვა.

(მთარგმნელი გრიგოლ აბაშიძე)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი