ძაღლების სიმღერა


ცაში ტრიალებს ბუქი
ქარი გიჟივით დაჰქრის,
მოდის თოვლი და წვიმა
ორი ტყუპი ძმა ზამთრის.
ჩვენ არ გვაფიქრებს ქარი,
ბატონმა მოგვცა ბინა
ვგდივართ კუთხეში ჩვენთვის,
და თბილ ბუხართან გვძინავს...
არც საჭმლისა გვაქვს დარდი,
როდი ვშოულობთ ძალით
ბატონის სუფრას ჩვენთვის,
რჩება გახრული ძვალი.
თუმცა მწარეა შოლტი,
ზურგს რომ აგვიწვავს სტვენით,
მაგრამ დარტყმასაც იტანს
ძაღლური ძვალი ჩვენი,
ბატონს გაუვლის რისხვა,
ხლებას გვანიშნებს მშვიდად.
ფეხებს ვულოკავთ ენით,
ბედნიერი ვართ დიდად.

(მთარგმნელი გრიგოლ აბაშიძე)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი