უნდა ავიკრა ამ ქვეყნიდან გუდა-ნაბადი...
უნდა ავიკრა ამ ქვეყნიდან გუდა-ნაბადი, დღეო ნათელო, ბნელით სავსევ, აბა, ნახვამდის! შორს, ცხრა მთას იქით უნდა დავდგა სადმე კარავი, რომ არა ვნახო კაციშვილი მეტად არავინ. მწვანე ბალახზე წამოვწვები ჩემთვის გულაღმა და თვალს მივაყოლ-მოვაყოლებ ღრუბლის ხეტიალს, ჩიტების ჭიკჭიკს და გალობას მივაყურადებ, წყაროთა ლიკლიკს, სიმღერით რომ ერთურთს ერთვიან. დავტკბები ხოლმე მზის ამოსვლის და ჩასვლის ცქერით, ვიდრე ჩემი მზის ჩასვენების დადგება ჯერიც... (მთრგმნელი ოირამ ქემერტელიძე)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი