ძვირფასო გული...
ძვირფასო, გული შენს ფიქრს გადაჰყვა, და რას მემდური, სულ რომ მემდური! იმასაც ვფიქრობ ხოლმე ხანდახან - სჯობს, არ გიყვარდე მე უბედური. ან რას მოგკივი მიკიოტივით, გზაზე ნარ-ეკლად რას გებლანდები; რაც თავი მახსოვს, მოვალ - მოვტირი, შენ კი ლაღი ხარ და უდარდელი. და რად მივუგდო მტაცებელ ნადირთ ღუღუნა მტრედი - სხვის გასახარად? ბობოქარ ზღვათა რისხვას და ქადილს რად მივანებო ნავი პატარა? რა ვქნა, არ ვიცი ჩემო საუნჯევ, ჩემო ნამდვილო მტრედო პაწიავ: ჩემს დარდს და წუხილს როგორ გაუძლებ, ამ გაჭირვება - გაწამაწიას! მაგრამ გიყვარდე! ოღონდ გიყვარდე! ოღონდ შენ ჩემი გერქვას სახელი, უწინამც მოვკვდე და დამიღამდეს, თუ გაგრძნობინო ჩემი ნაღველი. ცეკვავს, მთელი დღე შეჰხარის სატრფოს, დარდს არ უჩვენებს მზეს დედამიწა და მხოლოდ მაშინ მოიწყენს მარტო, როს ეთხოვება გულით საფიცარს. (მთარგმნელი იორამ ქემერტელიძე)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი