უკან დავტოვე
უკან დავტოვე ტყე ცისფერი, ლურჯი ცაცხვნარი, წინ ჯეჯილია მობიბინე, მწვანე კორდები; ვშორდები წარსულს, რაც დრო გადის, და ვერც ვშორდები, ჰა, მომავალიც აგერ არის, მაგრამ არც არის. და დავრჩი იმედგადამწყდარი და სევდიანი, და ბედი ჩემი, როგორც ცხენი, ნებას მივუშვი... გაოგნებული უვალ გზებით დავბორიალებ სინამდვილეში მარადიულში. (მთარგმნელი იორამ ქემერტელიძე)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი