სანდრო ეული -დედაენა (იაკობ გოგებაშვილს)
დედა ძუძუს გვაწოვებდა, გვიმღეროდა იავნანას, შენი წიგნი „დედაენა“ გვასწავლიდა ანა-ბანას. მასში ვკრეფდით თითო ასოს და შევკონეთ „აი ია“, ის წუთები ახლაც გვახსოვს, შენი ნახვაც გვინატრია. შენ ბუნების გასაღებით გაგიღია ცოდნის კარი, ცას წვდებოდნენ ჩვენი მთები, აღმაფრენის ქროდა ქარი, დაგვცქეროდი მზრუნველობით მაღალ მთიდან გადმომდგარი. თაობათა აღმზრდელ მამას მშობლიური გიმღერს მხარე, აგისრულდა გულის ნატვრა, რაც ჩვენ, შვილებს დაგვიბარე… უკვდავია შენი ხსოვნა, ვიდრე შუქს გვფენს მზე და მთვარე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი